“ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირის გაძლიერებაზე” – არჩილ თალაკვაძე

“ჩვენი თანამემამულეები ხშირად სამშობლოსგან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ისევე ახლოს არიან საქართველოსთან, როგორც თითოეული ჩვენგანი – ქართულად ასწავლიან შვილებს, ქართული სტუმარ-მასპინძლობით ხვდებიან სტუმრებს და ქართულ ეკლესია-მონასტრებში ლოცულობენ. ჩვენ კარგად გვესმის ამ კავშირების მნიშვნელობა“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე – „ დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ განაცხადა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და განათლების სფეროების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიის განხორციელებაში დიასპორის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. “ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და…

მეტი...

“შემთხვევა მოხდა ღამით… სკოლამ იმოქმედა კანონის შესაბამისად” – „მწვანე სკოლის“ განცხადება მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

“მწვანე სკოლის” თანადამფუძნებელი, ბაკურ სულაკაური, რომლის ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა მე-9 სართულიდან გადმოხტომით სცადა, განცხადებას ავრცელებს. ბაკურ სულაკაურის განცხადებით, სკოლამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, როდესაც ინციდენტის შემდეგ, დაცვის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. “მე ვარ „მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი. მინდა, გამოვეხმაურო საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, რომელშიც „მწვანე სკოლაც“ ფიგურირებს. იმ დროს, როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, ძალიან მიმძიმს ამ ყველაფერზე საუბარი. მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის გულისწყრომას და ბრაზს, რომელიც სამართლიანად შეძრულია ამ ფაქტის გამო. ახლა, მხოლოდ ბავშვის გადარჩენა და გამოჯანმრთელებაა უმთავრესი – დანარჩენი ყველაფერი მეასეხარისხოვანია,” –…

მეტი...

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე იქნება

ჯანდაცვის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დღეს, ახალ პირველ მოადგილეს წარადგენს. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მისი პირველი მოადგილე უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე იქნება. “რეგლამენტის თანახმად კომიტეტის თავმჯდომარე არჩევს მის პირველ მოადგილეს. მე გამოვიყენე ეს უფლება და შევარჩიე პირველ მოადგილედ ბატონი ლადო კახაძე. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ გამიჭირდა შერჩევა, კომიტეტში ბევრია წარმატებული, გამოცდილი და კომპეტენტური ექიმი,” – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობა დატოვა, მისი ადგილი კი მისმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ დაიკავა.

მეტი...

საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასალის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო. მომდევნო დღეებში დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩები აინთება. საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო. ,,თბილსერვის ჯგუფი’’ საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით, ერთი თვეა ახორციელებს.  დღეს, უკვე დავიწყეთ განათებების ჩართვა სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ პროცესს, რამდენიმე დღეში დავასრულებთ. ქალაქის საახალწლოდ მორთვა, 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის…

მეტი...

„საპატრიარქოდან ველოდები ოქმს, რათა საჯაროდ გავასაჩივრო“ – მღვდელ-მონაზონი

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან მისი გათავისუფლების ოქმს დღემდე ელოდება. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, საპატრიარქოს მისთვის ოფიციალურ დოკუმენტი ამ დრომდე არ გაუგზავნია. „ეკლესიის სისტემა როდესაც ძველდება ძალიან უჭირს ახალი იდეებისა და პოზიციების მიღება. თან არც სურთ დაიჯერონ რომ რაიმე სასიკეთო ძვრები შესაძლებელია. მათთვის, თვითმოტყუების ეფექტი აღმატებულ ხარისხში მუშაობს. გაცვეთილ მექანიზმს უჭირს ახლის მორგება, რადგან ვერ გაუძლებს დატვირთვას, დახეთქავს ყველაფერს. შესაცვლელია მონოპოლიური დამოკიდებულება, საპატრიარქოდან ველოდები ოქმს, რათა საჯაროდ გავასაჩივრო. რუმინეთის პრეზიდენტი, დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკო მზად იყო ყველა დაეხვრიტა ვინც მის წინააღმდეგ მოქმედებდა, მაგრამ დახვრიტეს თავად (კომუნისტურ დიქტატს შეგუებული და აღმსრულებელი ყველა…

მეტი...

გიგა ბოკერიას პროკურატურაში იბარებენ, დეპუტატი კი მისვლას არ აპირებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, დეპუტატი მისვლას არ აპირებს და აღნიშნულს საგამოძიებო ორგანოს მიმართ უნდობლობით ხსნის. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, საქმე ეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს. “ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, მის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით”, – განმარტავენ პროკურატურაში. რაც შეეხება თავად ბოკერიას, ის აცხადებს, რომ პროკურატურაში არ…

მეტი...