ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე იქნება

ჯანდაცვის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დღეს, ახალ პირველ მოადგილეს წარადგენს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მისი პირველი მოადგილე უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე იქნება.

“რეგლამენტის თანახმად კომიტეტის თავმჯდომარე არჩევს მის პირველ მოადგილეს. მე გამოვიყენე ეს უფლება და შევარჩიე პირველ მოადგილედ ბატონი ლადო კახაძე. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ გამიჭირდა შერჩევა, კომიტეტში ბევრია წარმატებული, გამოცდილი და კომპეტენტური ექიმი,” – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობა დატოვა, მისი ადგილი კი მისმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ დაიკავა.

მსგავსი თემები