“მთავარობა მზადაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე” – ზალკალიანი

„მაკკეინი საქართველოს ნამდვილი მეგობარი და მისი ინტერესების დამცველი იყო და საქართველოს მიმართ  მეგობრობას ის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან ავლენდა. საელჩოში მუშაობის პერიოდში მე მას რამდენჯერმე შევხვდი. მას მართლაც საინტერესო ხედვები ჰქონდა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ“, – ასე მიმართა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სენატორ მაკკეინის მეუღლეს, სინდი მაკკეინს, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.   მინისტრის თქმით, სწორედ სენატორ მაკკეინის მიერ გაწეული ძალისხმევისა წყალობითა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს და ვითარდება. „თუ 10 წლის წინანდელ…

მეტი...

“დოიჩე ველეს” სკანდალურ სტატიას მმართველი გუნდის ლიდერები ეხმაურებიან

გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” სკანდალურ განცხადებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ, ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დამტკიცებას ეხება, “ქართული ოცნების” ლიდერები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს არის არასწორი შეფასება, რადგან მათი თქმით “ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტი დასავლეთია და არა ჩრდილოეთი. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერები ამ განცხადებაში ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც ხედავენ, რადგან მათი განმარტებით, სწორედ ხელისუფლების ოპონენტების დამსახურებაა, რომ იმიჯის შელახვის მიზნით, სწორედ ასეთი სტატიები იწერება საერთაშორისო მედიაში. “ჩვენი გუნდი, გიორგი გახარიასთან ერთად, 2012 წლიდან აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაში, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და…

მეტი...

სოფელ ყანდაურაში, მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს პატიმრობა 2000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის ადვოკატმა, გილერი ენდელაძემ განმარტა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. მისივე თქმით, ის მოწმეებზე, ასევე გარშემომყოფებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნულს არ ეთანხმება ბრალდების მხარე. ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ…

მეტი...

“საქართველოს პრემიერ-მინისტრად “რუსეთის კაცი” დანიშნეს” – გერმანული გამოცემა

“საქართველოს პრემიერ-მინისტრად “რუსეთის კაცი” დანიშნეს”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა, “დოიჩე ველე“. სტატია, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დამტკიცებას ეხება, ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, 98-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ოპოზიციამ, რომელიც მას “მოსკოვის კაცს“ ეძახის, ბოიკოტი გამოუცხადა.​ „დოიჩე ველეს“ ცნობით, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია უწოდა. ”ჩვენი უსაფრთხოების განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საგარეო პოლიტიკაა, ასევე ქვეყნის პროდასავლური ორიენტაცია და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა გახარიამ. გერმანული მედიასაშუალება, მასალაში ხაზს უსვამს, რომ ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე, ერთწლიანი…

მეტი...

ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გირაო – 40 ათასი ლარი გადაიხადა. ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურაშიც. ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისთვის შეფარდებულ გირაოს გადაიხდიდა.  გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, ამასთან, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებდა. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ “რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, 6 სექტემბერს ახალი ბრალი წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი…

მეტი...

“თანამდებობის დატოვება თავად გადავწყვიტე” – პრეზიდენტის პრესსპიკერი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა. მოისწრაფიშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო. “გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე, არ შესაბამება სიმართლეს. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს წასვლასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვარ ბიულეტენზე. რომ მივალ, მას შემდეგ დავწერ განცხადებას. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ გამათავისუფლეს, არასწორია“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა. ცნობისთვის, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერი აღარ არის.  როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოისწრაფიშვილი რჩება ადმინისტრაციაში და კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.

მეტი...

დღეიდან კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება – თბილისის მერიის განცხადება

გზის რეაბილიტაციის გამო, დღეიდან თბილისში, კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კანდელაკის ქუჩაზე  გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს. დღეს, 20:00 საათიდან 11 სექტემბრის 07:00  საათამდე კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება. ამ  პერიოდში დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

მეტი...

“საქართველოსა და მის მოსახლეობას, აშშ-სა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს”- ფილიპ რიკერი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელის, ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ-მა და საქართველომ, მრავალ სფეროში განავითარეს ძლიერი პარტნიორობა. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს აერთიანებთ იმის ცოდნა, რომ იცავენ ღირებულებების ერთიანობას. „გვინდა, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად როგორც მეგობრები, პარტნიორები და საბოლოოდ როგორც მოკავშირეები. ყველა ქვეყანა და ყველა კულტურა ინდივიდუალურია, თუმცა ერთად ჩვენ გვაქვს ღირებულებების ერთიანობა და ეს ალიანსს იმ წარმოუდგენელ ძალას ანიჭებს, რომელიც მას გააჩნია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯები გადადგას. სწორედ ამიტომ როგორც მეგობრები და პარტნიორები, ძალიან გულწრფელები ვართ, როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე,…

მეტი...

აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ალხაზ კვიწინია, შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საარჩევნო კომისიის შენობასთან, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. „რია ნოვოსტის” ინფორმაციით, სოხუმში, საარჩევნო კომისიის შენობას, აფხაზეთის მილიცია იცავს, რომელსაც გზა აქვს გადაკეტილი. ადგილზე, სპეცრაზმის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.  რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგა. მათივე განცხადებით, ე.წ. არჩევნებში 47,38%-ით მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიბმა იმარჯვებს. ამავე დროს ე.წ. ცესკო-ში განაცხადეს, რომ მათ განიხილეს ოპოზიციონერ კანდიდატ ალხას კვიწინიას მიმართვა, რომელიც არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა და ეს მიმართვა უარყოფილია. ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ალხაზ კვიწინია, რაულ ხაჯიმბას…

მეტი...

“ლიეტუვა, რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერად”- დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა ლიეტუველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩუსთან,რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. დავით ზალკანიანის განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ლიეტუვისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და ლიეტუვის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგროც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. „აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს შორის და ჩვენ გვაქვს მართლაც ხელშესახები შედეგები ამ თვალსაზრისით. წარმატებულად ვახორციელებთ საგზაო რუკას და ასოცირების დღის წესრიგს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხელშეწყობა და თანადგომა, რაც გვაქვს ლიეტუველი მეგობრების მხრიდან, ევროპული ინტეგრაციის…

მეტი...

“ოპოზიციის მოსაწონ მთავრობას ვერ ვნახავთ”- ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას, ახალი მთავრობის ეშინია. მისი თქმით, ოპოზიციის ნეგატიური რეაქციაბი, იმის დასტურია, რომ “ქართული ოცნება” სწორი მიმართულებით მიდის. „ ზოგადად, ძალიან პოლარიზებულ პოლიტიკურ პროცესში ვართ. ოპოზიციის მოსაწონ მთავრობას ვერ ვნახავთ. დიახ, ვერ ვნახავთ, რადგან მათ ეშინიათ და ეშინიათ არა პიროვნულად, არამედ იმ მთავრობის, რომელიც ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ, რომელსაც აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ჰყავს ძალიან პრინციპული ლიდერი და ჩვენ ამ გუნდთან ერთად ვაპირებთ ყველა იმ პრობლემაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, რაც ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არის. ცხადია, ეს მათ არ ახარებთ.…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე, საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს

“უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას და მალევე დაფუძნდება პოლიტიკური პარტია”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. კითხვაზე, იქნება თუ არა მათ გუნდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ თემაზე კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. „ორ დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღს, საათსა და ადგილმდებარეობას. გიორგი კვირიკაშვილთან არ გვქონია კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გიორგი წავიდა პოლიტიკიდან. იგი მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში და არანაირი კომუნიკაცია ამ თემაზე ჩვენ არ გვქონია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მეტი...

“ახალი მთავრობა არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის”- მამუკა ხაზარაძე

„რამე შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში? ჩვენ ასევე ზარ-ზეიმით ვუყურეთ ერთი წლის წინაც, როცა დაინიშნა ახალი პრემიერი. რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ” – ასე შეაფასა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, განახლებული შემადგენლობით დამტკიცებული მთავრობა. მამუკა ხაზარაძე, განახლებული მთავრობის დამტკიცებას, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. “ახალი მთავრობა არის უბრალოდ ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ესე არ გამოვა, რადგან საქართველოში ყველაფერი შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხდება ვიღაცის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მეტი...

თბილისის პარფიუმერიული მაღაზიების პროდუქციაში, საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიიდან აღებული, 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშებიდან, ხუთში, პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც, უარყოფითად მოქმედებენ, ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე, მის ზოგად განვითრებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე.   “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”, მაღაზიებიდან აღებული ნიმუშები, საფრანგეთის ლაბორატორიაში გააგზავნა. კვლევის შედეგად,  საფრთხის შემცველი ნივთიერებები აღმოჩნდა: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხ „Garnier“-ში, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნ “Amalfy”-ში, თმის საღებავ “CLAIROL”-ში, თხევად ტუჩსაცხში – MAT 104 Seville, Manceline და ფრჩხილის ლაქ “Olivia”-ში. “ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის. პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ…

მეტი...

დავით ჭიჭინაძე, მოსამართლეთა დამტკიცებაში, მონაწილეობას არ მიიღებს

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სიის ნაწილი, პარლამენტმა დაამტკიცოს, ხოლო ნაწილი მომავალ პარლამენტს დაუტოვოს დასამტკიცებლად. როგორც დავით ჭიჭინაძემ, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ მიიღებს მონაწილეობას, მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების პროცესში. მისი თქმით, სასამართლოს კარი, მხოლოდ მდიდრებისთვის იქნება ღია, რადგან, ღარიბი ადამიანის ფინანსები, ვერ გაწვდება სასამართლოში სარჩელის შეტანას და მათ მომსახურებას. “დავით ჭიჭინაძე, მოსამართლეთა სიის დამტკიცებაში, არ მიიღებს მონაწილეობას. არ ვეთანხმები ამ სია ზოგადად, ამ უვადო რეფორმას. ამ მოსამართლეებს საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ცდილობს მათ ადგილი დაუმკვიდროს, არაფერ გამოუვა. იმიტომ, რომ…

მეტი...

დაკავებულმა შვილი „ტალავერზე“ მიაჯაჭვა და აწამებდა

შვილის წამებისთვის დაკავებულს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  წამებასა და ძალადობაში ბრალდებული, შვილის მიმართ სხვადასხვა მეთოდს იყენებდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, დაზარალებული არასრულწლოვანია. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში,  ბ.ი.- მ არასრულწლოვანი  შვილის მიმართ  ძალადობა განახორციელა და ფეხისა და ხელის არეში  ჯოხი დაარტყა.  ასევე დადგინდა, რომ 2019 წლის 12 მაისს, ბ.ი.-მ, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად არასრულწლოვანი შვილი ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა.  ბ.ი. ამგვარ ქმედებას, დაზარალებულის მიმართ პერიოდულად, 2019 წლის 12 და 13 მაისს  ახორციელებდა, ვიდრე ადგილზე, სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ“, – აცხადებენ პროკურატურაში.              სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 13 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ)  111,144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი…

მეტი...

“პოლიტიკოსებს იმიტომ მისცა ღმერთმა ენა, რომ ის არ ილაპარაკონ რაზეც ფიქრობენ”- დავით ჭიჭინაძე

“საარჩევნოდ, პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური ვაჭრობა იქნება და შეიძლება, ისეთი საოცარი კონფიგურაცია მივიღოთ, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთ კოალიციაშიც ვიხილოთ,” – აღნიშნული განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატ​თა 80%-ი მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება. მისი თქმით, “ევროპულ საქართველოს”, “ქართული ოცნებისგან” მხარდაჭერა აქვს, რაზეც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების მიერ, მოგებული ტენდერები მეტყველებს. “პოლიტიკოსებს, იმიტომ მისცა ღმერთმა ენა, რომ ის არ ილაპარაკონ რაზეც ფიქრობენ. ძალიან ხშირად, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ქმედებები ერთმანეთს ემთხვევა და ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. “ევროპულ საქართველოს” საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა აქვს “ქართული ოცნებიდან”. მათ…

მეტი...

„ამ მოსამართლეებს, პარლამენტისგან მწვანე შუქის ანთება უნდა გაუჭირდეთ“- მირიან წიკლაური მოსამართლეთა სიაზე

„არასამთავრობოებს მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა, მახინჯი სასამართლო სისტემა რომ წაახალისეს“ – ასე აფასებს დეპუტატი მირიან წიკლაური არასამთავრობოების მიმართვას საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე. არასამთავრობო სექტორი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს 20 კაციანი მოსამართლეთა სია ჩააგდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისინი სიაში მოხვედრილ მოსამართლეების ე.წ. პროფილზე მუშაობენ, სადაც მათ მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები მოხვდება. მოსამართლეთა დამტკიცების საკითხს „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტი დეპუტატი მირიან წიკლაური გამოეხმაურა, რომელმაც მოსამართლეთა მახინჯი სისტემის წახალისებაში თავად არასამთავრობო სექტორი დაადანაშაულა. „ამ არასამთავრობოებს, თავის დროზე, იმ ხელისუფლების პირობებში უნდა ამოეღოთ ხმა, რომლებმაც ეს მახინჯი სისტემა შექმნეს. ეს მოსამართლეები ბინძურ საქმეებს სწორედ ამ არასამთავრობოების წახალისებით…

მეტი...

„ძველი სახეების დაბრუნება უნდა მოხდეს, მათ მოიყვანეს „ოცნება“ ხელისუფლებაში“ – მირიან წიკლაური

მმართველი პოლიტიკური გუნდის ყოფილი წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მომავალ საპარლამენტო სიაში იმ სახეების ასახვა უნდა მოხდეს, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანეს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი უსამართლოდ დაივიწყეს. „ახალი სახეები კარგად დავიწყებული ძელი სახეები უნდა იყვნენ. იმიტომ, რომ იმ ძველმა სახეებმა მოიყვანეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში.  მათ არაფერი დაუშავებიათ, პირიქით, იბრძოლეს, იშრომეს, იომეს . სხვათა შორის, პოლიტიკურ ცხოვრებაში კარგი გადაწყვეტილებები და კანონები მიიღეს და ძალიან სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა. მათი ნაბიჯებით დღესაც ამაყობს მმართველი გუნდი. ამიტომ, ამ ძველი სახეების დაბრუნება უნდა მოხდეს, რომლებიც საკმაოდ უსამართლოდ დაივიწყეს“ – განაცხადა მირიან…

მეტი...

“გავლენიანი ფიგურა “ქართულ ოცნებაში” კახა კალაძეა” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძეს განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” გავლენიანი ფიგურა, თბილისის მერი, კახა კალაძეა. როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, 2019 წლის საპარალამენტო არჩევნებში, კახა კალაძეს, თბლისში ხმების აღება არ გაუჭირდა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარია, მაქსიმალურად შეეცდებიან მათი გავლენა “ქართულ ოცნებაში” გამოიყენონ. “ღარიბაშვილი, კალაძე, გახარია, ეს ის ხალხია, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან, თავისი გავლენა “ქართულ ოცნებაში” გამოიყენონ. დღეს, გავლენიანი ფიგურა “ქართულ ოცნებაში”, კახა კალაძეა. თბილისზე გავლენა კალაძეს აქვს, რადგან თბილისის არჩეული მერია. შიდა ვაჭრობებში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება იქნება, რასაც არამგონია ხალხისთვის კარგი შედეგი მოჰყვეს. მინისტრთა კაბინეტში,…

მეტი...

„მომავალ პარლამენტში „ოცნებასთან“ ურთიერთობა ბევრს მოუნდება და კოალიციაშიც მასთან იქნებიან“ – მირიან წიკლაური

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დეპუტატ მირიან წიკლაურის განცხადებით, პროპორციული და უბარიერო სისტემით ჩატარებული არჩევნები შესაძლოა,  კრიზისის საფუძველი გახდეს. როგორც წიკლაურმა „მედიაცეტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას მოინდომებენ.     „ძირითადი, რაც ამ მთავრობას ევალება არის ის, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად მიიყვანოს. საკმაოდ მძიმე პირობებში გვიწევს და მოგვიწევს მუშაობა. საარჩევნოდ უნდა მოემზადოთ. არჩევნები კონკურენტუნარიანი იქნება. ევროპული გამოცდილებით, კოალიციური მთავრობები არც თუ ისე მყარია, ძალიან ძნელად ყალიბდებიან. არის საფრთხე იმისა, რომ პროპორციული, უბარიერო არჩევნები კრიზისების საფუძველი გახდეს. როცა ვერც ერთი პარტია მოიპოვებს უპირატესობას, ასეთ შემთხვევებში ხდება…

მეტი...