მამუკა ხაზარაძე, საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს

“უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას და მალევე დაფუძნდება პოლიტიკური პარტია”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა მათ გუნდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ თემაზე კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„ორ დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღს, საათსა და ადგილმდებარეობას. გიორგი კვირიკაშვილთან არ გვქონია კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გიორგი წავიდა პოლიტიკიდან. იგი მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში და არანაირი კომუნიკაცია ამ თემაზე ჩვენ არ გვქონია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები