გზის რეაბილიტაციის გამო, დღეიდან თბილისში, კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კანდელაკის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს.
დღეს, 20:00 საათიდან 11 სექტემბრის 07:00 საათამდე კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება. ამ პერიოდში დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!