პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძეს განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” გავლენიანი ფიგურა, თბილისის მერი, კახა კალაძეა.
როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, 2019 წლის საპარალამენტო არჩევნებში, კახა კალაძეს, თბლისში ხმების აღება არ გაუჭირდა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარია, მაქსიმალურად შეეცდებიან მათი გავლენა “ქართულ ოცნებაში” გამოიყენონ.
“ღარიბაშვილი, კალაძე, გახარია, ეს ის ხალხია, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან, თავისი გავლენა “ქართულ ოცნებაში” გამოიყენონ. დღეს, გავლენიანი ფიგურა “ქართულ ოცნებაში”, კახა კალაძეა. თბილისზე გავლენა კალაძეს აქვს, რადგან თბილისის არჩეული მერია. შიდა ვაჭრობებში საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება იქნება, რასაც არამგონია ხალხისთვის კარგი შედეგი მოჰყვეს. მინისტრთა კაბინეტში, კალაძეს წარმომადგენელი არ ჰყავს, შესაბამისად, ეცდებიან მის შევიწროებას. თუმცა, საპარლამენტო სიაში საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ჰყავს კალაძეს და საკმაოდ დიდ ხმების რაოდენობაა მობილიზებული. ამიტომ, თბილისში ხმების აღება არ გაუჭირდება,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”