ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გირაო – 40 ათასი ლარი გადაიხადა. ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურაშიც.

ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისთვის შეფარდებულ გირაოს გადაიხდიდა

გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, ამასთან, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებდა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ “რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, 6 სექტემბერს ახალი ბრალი წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი თემები