“ახალი მთავრობა არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის”- მამუკა ხაზარაძე

  •  
  •  
  •  
  •  
  •  

„რამე შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში? ჩვენ ასევე ზარ-ზეიმით ვუყურეთ ერთი წლის წინაც, როცა დაინიშნა ახალი პრემიერი. რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ” – ასე შეაფასა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, განახლებული შემადგენლობით დამტკიცებული მთავრობა.

მამუკა ხაზარაძე, განახლებული მთავრობის დამტკიცებას, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

“ახალი მთავრობა არის უბრალოდ ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ესე არ გამოვა, რადგან საქართველოში ყველაფერი შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხდება ვიღაცის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები