ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი 5 ივლისს აქციაზე ფიზიკური ანგარიშსწორება გახდა, რა დროსაც ლექსოს სახის ძვლები დაუმტვრიეს და სასტიკად გაუსწორდნენ.