ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში გადაასვენეს

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გახდა მისი  გარდაცვალების მიზეზი.

ოჯახის წევრები  ეჭვობენ, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი  5 ივლისს აქციაზე ფიზიკური ანგარიშსწორება გახდა, რა დროსაც ლექსოს სახის ძვლები დაუმტვრიეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

მსგავსი თემები