მთავრობას გადასადგომად ვადას ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს გადასადგომად ვადას 12 ივლისის 12:00 საათამდე აძლევენ.

იმ შემთხვევაში, თუ ხვალ 12:00 საათამდე ხელისუფლების სრული შემადგენლობა პრემიერ – მინისტრის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელი არ გადადგება, პარლამენტის წინ ხვალ 18:00 საათზე აქცია კვლავ გაიმართება.

„ჩვენ მივეცით ვადა ხელისფულებას ხვალ 12:00 საათამდე, ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია და ეს არის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერი ღარიბაშვილის მეთაურობით და სუსი ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული ხვალ, ვიკრიბებით ისევ აქ 18:00 საათზე“, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან და სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისის აქციაზე უმოწყალოდ სცემეს, მას სახის ძვლები დაუმტვრიეს. ოპერატორი დღეს დილით გარდაიცვალა.   

მსგავსი თემები