„სინოფარმის“  ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს იწყება

3 ივლისს, 12:00 საათიდან „სინოფარმის“ აცრაზე რეგისტრაცია გაიხსნება. უშუალოდ  ვაქცინაცია კი  5 ივლისს დაიწყება.

ვაქცინაციის მსურველებმა რეგისტრაცია booking.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ და დაჯავშნონ ვიზიტის დრო. შეგახსენებთ, რომ საქართველომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მილიონი დოზა მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში 350 ბრიგადა ჩაერთვება.

მსგავსი თემები