შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

  •  

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე დაკავებული  თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ვლადიმერ ბორცვაძე აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

მსგავსი თემები