ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულ გოჩა აფრასიძეს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

თეთრიწყარო სასამართლომ, წალკაში „ტვ პირველის“  ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმისა და შეურაცხყოფისთვის დაკავებულ გოჩა აფრასიძეს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატი 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ბრალდება კი აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

დაკავებული გოჩა აფრასიძე საპატიმროს შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები