ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 21 წლის გიორგი ტუგუნიძე ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა.
ტუგუნიძეების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაა და ახლობლების ინფორმაციით, რამდენიმე წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში იმყოფება.
როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ.