სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის.

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!“ , – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები