“ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტან გომელაური გუშინდელი სპეცოპერაცია სრულად იყო შეთანხმებული ხელისუფლების ლიდერებთან.

გომელაურის თქმით, მიზანი იყო სპეცოპერაცია მაქსიმალური დანაკარგის გარეშე დასრულებულიყო.

“გუშინ, ძალიან მძიმე დღე იყო, დღეს და დღევანდელი ღამეც ძალიან მძიმე იყო ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის, ვინც იყვნენ შიგნით დარჩენილები, იმ 43 ადამიანისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო. პირველი იყო ჩვენი ამოცანა, რაც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ პრემიერთანაც, მაქსიმალურად იყო დავალება, რომ არავინ არ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი არ დაუშავდეს. პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ, გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, მან უარი გვითხრა თავიდან, შემდეგ დაგვთანხმდა 1 ადამიანზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არ იყო ადვილი საქმე, არც ჩემთვის იყო ადვილი, გადაწყეტილება მიმეღო რომ თანამშრომელი გამეგზავნა, ეს ადამიანი დაბრუნდებოდა, ან არ დაბრუნდებოდა იქიდან ცოცხალი, ურთულესი გადაწყეტილება მივიღე, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, ბატონ ავთოს ერთი წამით უარი არ უთქვამს, არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

მსგავსი თემები