„დღიურმა ნორმამ შესაძლოა, 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს“ – ამირან გამყრელიძე  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება და შემთხვევების რაოდენობაც რამდენიმე ათასს მიაღწევს.

„პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ, ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება…. როცა სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, სამივე ინსტრუმენტი გვეუბნებოდა, რომ ზრდა გექნებოდა. გარკვეულად მივყვებით ამ პროგნოზსს, მაგრამ ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს.  გეტყვით პირდაპირ, კიდევ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში, პიკის დროს იქნება 3, 4 ან თუნდაც 5 ათასი შემთხვევა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.   

მსგავსი თემები