„ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და მშვენიერ ქალბატონებსაც“ – დონალდ ტრამპი გააქტიურდა

„დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიას უბრუნდება“ – ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას BBC, სადაც საუბარია ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, „კოვიდსა“ და გზავნილებზე.     

„მათ მითხრეს, რომ იმუნური ვარ, თავს ძლიერად ვგრძნობ. ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და მშვენიერ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ,“ – ასე მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა ათასობით მხარდამჭერს ფლორიდას შტატში.

რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის რეიტინგს, „Real Clear Politics“-ის კვლევით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს დაახლოებოთ  10%-ით უსწრებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება. პანდემიის გამო, დონალდ ტრამპი ინიციატივით გამოვიდა, არჩევნები გადადებულიყო, თუმცა, ამ ინიციატივას მხარდაჭერა არ მოჰყვა.  

მსგავსი თემები