ძაღლმა თოვლში ჩარჩენილი ბავშვი გადაარჩინა

პოლიციის ძაღლმა კორპილათში, ცენტრალურ ფინეთში, შობის ღამეს დაახლოებით საღამოს 10 საათზე დაკარგული ბავშვი თოვლის გროვაში იპოვა. მომხდარის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიციის ძაღლების ასოციაცია წერს.

2 წლამდე ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში საღამოს 7 საათზე ნახეს. მას შემდეგ მისი კვალი სრულად გაქრა.

კუჰამ შობის ღამეს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, 2 წლამდე ბიჭი თოვლით აღმართულს დიდ კედლებს შორის იპოვა.

პოლიციელებმა იგი მშვიდად თამაშობდა, თუმცა ღია ცის ქვეშ, ყინვაში, უფრო დიდი ხნით დარჩენა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხეს შეუქმნიდა. მის გარშემო თოვლის სიმაღლე 1.5 მეტრსაც კი აღწევდა.

მსგავსი თემები