სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი – უბედური შემთხვევა ხულოში

60 წლის მამაკაცი დაიღუპა ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა.

მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე, შუახნის მამაკაცი. ის კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მედიკოსების განცხადებით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები