4 აპრილს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გამო შესაძლოა გადაიდოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია კორონავისურის გამო გადაიდოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში შეიქმნა და ზოგადად მსოფლიოშია შექმნილი კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აწია საფრთხის დონე. საუბარია იმაზე, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მიზანშეწონილი არაა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა კორონავირუსის კუთხით დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე არ შეექმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი თემები