პარლამენტთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება რამდენიმე ხნის წინ დაიწყეს.
ამ დროისთვის სპეცრაზმი აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს.