3 ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია

მინისტრთა კაბინეტს 3 ახალი მინისტრი ეყოლება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

განათლების და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრი  – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.  როგორრ პრემიერმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მინისტრად დარჩება. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ისინი პოზიციებს ინარჩუნებენ.

მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციას კი სასჯელთაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს.

„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გუნდი, რომელიც მოიპოვებს პარლამენტის ნდობას“, –  განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამსახურისთვის.

მსგავსი თემები