„გაუფრთხილდი შენს უბანს“ კამპანიის ფარგლებში ისნის რაიონში 75 ძირი კვიპაროსი დარგეს

თბილისის ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კამპანია „გაუფრთხილდი შენს უბნის“ ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა. კერძოდ, “ნავთლუღში”, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში, არტურ ლაისტის ქუჩის N3, N5, N7 და N9 კორპუსების მიმდებარედ, 4 200 კვ.მ ფართობზე 75 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო. აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რისთვისაც ჩვენს მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია ჩავატარეთ. ამჯერად, არტურ ლაისტის სკვერში ადგილობრივ  მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დავრგეთ. მოვუწოდებთ მათ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოზე. ამ მიმართულებით, სამომავლოდ, არაერთ…

მეტი...

გიორგი ბეგაძე რუსთავის მოსახლეობას ხვდება

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ბეგაძემ ქალაქის მაცხოვრებლებთან იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომელიც რუსთავის განვითარებისკენაა მიმართული. მათ შორის, რუსთავისთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭება. გიორგი ბეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დემოკრატიულმა და გამჭირვალე პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა და მოქალაქეების თავისუფალ არჩევანში არავინ ჩარეულა. ,,საქართველოს მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია გააკეთოს არჩევანი. მოქალაქეებს არ ეშინიათ გამოხატონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს შესაძლებლობა. დღეს ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია დავუჭიროთ მხარი ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე. თავისუფალი არჩევანები, დემოკრატიული და გამჭირვალე პოლიტიკური პროცესები ჩვენი…

მეტი...

გრიპის ვირუსზე უფასო აცრას მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტები ექვემდებარებიან 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსზე უფასო აცრის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს ყველა მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებისთვის: პირველ რიგში დიალიზზე მყოფი და აივ ინფიცირებული პაციენტები, დიაბეტიანი ბავშვები 18 წლის ასაკამდე, ბავშვთა სახლების და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები. ასევე, არის შეთავაზება, რომ  გრიპის ვირუსზე უფასოდ აიცრან ორსულები. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, გრიპის ვირუსის გამოჩენა მოსალოდნელია დაახლოებით 1-2 კვირაში, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ძალიან მცირე რაოდენობით. ასევე, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ამინდები იქნება, რაც უფრო მზიანი დღეები იქნება, მით უფრო ნაკლებია ყველანაირი გაციების ვირუსის გავრცელების…

მეტი...

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩამორთმეული მიწები დაზარალებულებს დაუბრუნდება

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ზუგდიდის რაიონში 4 დაზარალებულისთვის უკანონოდ ჩამორთმეული შვიდი მიწის ნაკვეთი მათ მფლობელებს დაუბრუნდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ. პროცესის გამარტივებისა და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების…

მეტი...

​2008-2009 წლებში თაღლითობაში ბრალდებული გაამართლეს, “ბატკანი” მესაკუთრეს დაუბრუნდება

ფიროსმანის ტილო „ბატკანი“ შესაძლოა ძველ მეპატრონეს დაუბრუნდეს. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მზია შალვაშვილი გაამართლა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მზია შალვაშვილი 2012 წლის 5 ივნისის განაჩენით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი. განაჩენის თანახმად მან 2008-2009 წლებში, როგორც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელმა, მოქალაქე დამიანე ალანიას, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს „ბატკანი“ ფლობდა, ყალბი ოფიციალური ქვითარი დაუმზადა, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მის სალონში შეიძინა, რითაც დამიანე ალანიას უკანონოდ…

მეტი...

„მე ვიცავ თავისუფლებას“ – 7 ნოემბერთან დაკავშირებული აქცია თბილისში

7 ნოემბერთან დაკავშირებული აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება ღონისძიება „მე ვიცავ თავისუფლებას“, რომელიც რუსთაველის თეატრში უნდა გამართულიყო, ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე გრძელდება. რუსთაველის თეატრში შეკრებილები პროტესტს რუსთაველის გამზირზე განაგრძობენ. სიტყვით გამომსვლელები რუსთაველის თეატრის წინ დამონტაჟებული სცენიდან მიმართავენ შეკრებილებს. დამონტაჟებულია დიდი მონიტორიც, საიდანაც აქციის მონაწილეები ორგანიზატორებისგან სამომავლო გეგმებს ისმენენ. რუსთაველზე შეკრებილი მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლება ხალხის მოტყუებას ისევ ცდილობს. შესაბამისად, ის მოსახლეობას მოუწოდებს, არ ენდონ „ნაციონალურ მოძრაობას“. „თურმე, უნდა დავივიწყოთ 9 წელი და არ…

მეტი...

ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არეულობას გვპირდება – კახა კალაძე ვაშაძეზე

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მიერ “დოიჩე ველესთვის” მიცემული ინტერვიუს აფასებს, როგორც ჩვენების მიცემას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის ემზადება. როგორც კახა კალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაშაძის სახით ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველს არა ქვეყნის განვითარებასა და საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებაზე, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას ჰპირდება. ​მისივე შეფასებით, “დოიჩე ველესთან” ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა “ნაციონალური მოძრაობის” ერთკვირიანი მასკარადი მათ, თითქოსდა კონსტრუქციულ გეგმებზე. “მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად…

მეტი...

ძველ იპოდრომთან მდებარე ე.წ. ჩოგბურთის კორტები თბილისს დაუბრუნდება

თბილისის ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული მიწის ფართობი, სადაც წლების წინ ე.წ. ჩოგბურთის კორტები არსებობდა, ქალაქს დაუბრუნდება. ტერიტორიაზე საჩოგბურთო და ფეხბურთის მოედანი მოეწყობა. ასევე, შესაძლებელია სპორტული კომპლექსი აშენდეს. პროექტის განხორციელება მომავალი წლისთვის დაიგეგმება. როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, ქალაქის ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ბევრი თბილისელი დადიოდა. სამწუხაროდ, 2009 წელს ტერიტორია განაშენიანების მიზნით უცხოურ კომპანიაზე გაიყიდა. “ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები,რომელიც ჩვენი…

მეტი...

თბილისში, ორსაუკუნოვანი შენობის ადგილას თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა

თბილისის დიდუბის რაიონში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, 1804 წელს აგებული სრულიად ამორტიზებული ძველი შენობის ადგილას, უახლესი სტანდარტების ახალი, N100-ე სკოლა გაიხსნა. შენობაში განთავსებულია თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, სკოლაში 700-მდე მოსწავლეა. თითქმის ორი საუკუნის წინ აგებული საჯარო სკოლის ძველი შენობა სრულიად ატიპიურ ნაგებობას წარმოადგენდა და ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სკოლის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მოსწავლეთა რაოდენობა შეემცირებინა. ​ ​ახალ შენობას აქვს შეკიდულ-აკუსტიკური ჭერი; ვინილის იატაკი; დამონტაჟებულია BMS სისტემა, რომელიც შენობის უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს; სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის…

მეტი...

„მთავარია, ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს“ – რომან კაკულია ინფლაციაზე

„მთავარია, ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რომ ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოხდეს“ – ასეთია პარლამენტის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას შეფასება ლარის კურსთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ლარის გაუფასურების პროცესში მყისიერი წამალი არ არსებობს. „ვიცით, გრძელვადიანი მოგვარების რეცეპტი რაში მდგომარეობს. მნიშვნელოვანია, წარმოების ხვედრითი წილის ზრდა მ სავალუტო კაპიტალის ფორმირებაში, რომელიც ლარზე ასე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. მთავარია, ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რათა არ მოხდეს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა“, –…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ფუნდამენტურ საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ფუნდამენტულ საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება. მისი თქმით, საკადრო გადახალისება საჭიროა, თუმცა, არა ამ ეტაპზე.„ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, კადრების გადახალისება გვჭირდება. 2020 წელს არის საპარლამენტო არჩევნები, მანამდე კი გვჭირდება მომზადება, რომ არცევნებზე სათანადო სიით წარვსდგეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის სხდომაზე. საკადრო ცვლილებების საჭიროებაზე რამდენიმე დღის წინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკადრო ცვლილებები საჭიროა. საკადრო ცვლილებების საჭიროებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ხედავენ და იზიარებენ.  

მეტი...

მავთულხლართების გავლების შესაჩერებლად ​ყველა ბერკეტი ამოქმედებულია – სახელმწიფო მინისტრი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მინდვრებში,  რუსი სამხედროები ოკუპაციის ხაზთან,  დაახლოებით ერთ კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე  ახალ ბარიერებს დღეს, დილიდან ამონტაჟებენ. ​ადგილზე იმყოფება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად უმნიშვნელო არის საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი. “რაც ხდება აქედან 50 მეტრში არის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის. პოლიტიკას, რასაც რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, არ ექნება არანაირი პერსპექტივა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, სანამ სამარცხვინო მავთულხლართები არ დაიშლება. მათ სურთ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო და მოახდინონ საოკუპაციო ხაზის…

მეტი...

თბილისში, 90 ერთეულ ელექტრო და 150 ერთეულ გაზზე მომუშავე ავტობუსს შემოიყვანენ 

220 ერთეული ახალი, 8-მეტრიანი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესასყიდად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მალე დასრულდება. 2019 წლიდან თბილისში, 150 ერთეული, გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსის და 90 ერთეული ელექტროავტობუსის შემოყვანა იგეგმება. მომდევნო წლების განმავლობაში კი, დამატებით, ახალი ელექტროავტობუსების შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქისთვის  პრიორიტეტულია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მთავარი გზავნილია – „მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები ავტომობილი ქალაქში“. “​ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება კი, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა,…

მეტი...

ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა და არა მოწინააღმდეგე – კახა კალაძე 7 ნოემბერზე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს ქვეყანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში შეიყვანოს. “ქართული ოცნების” ხელისუფლება პირველ რიგში, 7 ნოემბერს დაზარალებული ადამიანების წინაშეა ვალდებული, არასდროს დაუშვას დემოკრატიის ფასადურობა, საზოგადოების პრივილეგირებულ ჯგუფებად დაყოფა, ადამიანების მოკვეთა საზოგადოებიდან და მათი გარიყვა. “საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა, რაც ქვეყნის განვითარების საწინდარია”, – აცხადებს კახა კალაძე. ​მისივე შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ მოსახლეობის მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი. “მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, თავისი მედიის თუ ლობისტების საშუალებით, 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული…

მეტი...

ქვეყანაში გაციების 3 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, თებერვლიდან ველოდებით მატებას – პაატა იმნაძე 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ ​პაატა იმნაძის განცხადებით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება გაციების საშიშროება, ბოლო ხანებში ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს რინოვირუსები – ძირითადად სურდოთი გამოხატული ვირუსი; პარაგრიპის ვირუსები, რამაც შესაძლოა ბავშვებში ცრუ კრუპი გამოიწვიოს და მეტაპნევმო ვირუსები, რასაც შესაძლოა ცოტა მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, გრიპის ვირუსის გამოჩენა მოსალოდნელია დაახლოებით 1-2 კვირაში, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ძალიან მცირე რაოდენობით. ასევე, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ამინდები იქნება, რაც უფრო მზიანი დღეები იქნება, მით უფრო ნაკლებია ყველანაირი გაციების…

მეტი...

„რესპუბლიკელები“ სენატში ლიდერობენ, „დემოკრატები“ – წარმომადგენელთა პალატაში _ არჩევნები აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამერიკის მოსახლეობას შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. „უდიდესი წარმატებაა. მადლობა ყველას“, – აცხადებს დონალდ ტრამპი და მიღებული შედეგებით კმაყოფილია. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ამერიკელებმა შტატების წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი და სენატის 1/3 აირჩიეს. პარალელურად, 36 შტატში გუბერნატორის არჩევნები გაიმართა, 46 შტატში კი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები. ამომრჩევლებმა “დემოკრატიულმა პარტიას” წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოაპოვებინეს, სენატში კი „რესპუბლიკელებმა“ გაიმარჯვეს. ეს არის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. მიღებული შედეგებით დონალდ ტრამპი კმაყოფილებას არ მალავს. მისი განცხადებით, კონგრესში გამართული შუალედური არჩევნები „რესპუბლიკური“ პარტიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. შუალედურ არჩევნებში უპრეცენდენტო შემთხვევაც დაფიქსირდა. კონგრესის შემადგენლობაში…

მეტი...

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს პრეზიდენტი ვერ დანიშნავს – კონსტიტუციონალისტი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის არჩევისთანავე ამოქმედდება, პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უფლება არ აქვს და შესაბამისად, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სურვილი, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ფუჭია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ინიშნება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ვერ შეძლო მთავრობის შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება. “ეს ხდება მხოლოდ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, ან იმ შემთხვევაში თუ პრემიერი გადადგა. თუ ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ” არ მოინდომა, რიგგარეშე…

მეტი...