პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია დაამტკიცა.

პუტინის თქმით, მსოფლიოში არსებულმა ცვლილებებმა საჭირო გახდა ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტები კორექტირება.

„საერთაშორისო ცხოვრებაში კარდინალურმა ცვლილებებმა ჩვენგან მოითხოვა სტრატეგიული დაგეგმარების საკვანძო დოკუმენტების სერიოზული კორექტირება, მათ შორის რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, სადაც აღნიშნულია დიპლომატიური საქმიანობის პრინციპები, ამოცანები, პრიორიტეტები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები