პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

განიხილეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი,  რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები. მხარებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით არაერთი პროექტია დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ   თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. ასევე, ისაუბრეს  ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, რომ ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 84% ით გაიზარდა და 190 მლნ დოლარამდე შეადგინა.

 

მსგავსი თემები