,,დიპლომატი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს”- გურამ მაჭარაშვილი

,,დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად “გავრილოვის ღამედ” არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს,” – ასე ეხმიანება გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, დიპლომატი ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს.

,,ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თუკი მის ქვეყანაში შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ეს ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ, ესე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტის შტურმს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს”- ელჩი ,,ოცნებიდან” წასულების განცხადებაზე – (mcm.ge)

,,გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან”- კელი დეგნანი – (mcm.ge)

მსგავსი თემები