,,გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ზამთარი ევროპისთვის ყველაზე მკაცრი იყოს, ტერორს პასუხი უნდა გაეცეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიის გაფართოებისთვის მადლობას უხდის და ევროპულ ქვეყნებსაც იგივესკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს, რაზევ დასავლეთმა რუსეთს სანქციებით უნდა უპასუხოს.

,,ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. დაემატა კიდევ ათობით ადამიანი და ორგანიზაცია. ეს სწორი ტენდენციაა და მე მადლობელი ვარ ბრიტანეთის სანქციების საკითხებში უცვლელი სიმტკიცისთვის. ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა მიჰყვეს ყველა დანარჩენს დასავლურ სამყაროში.

კერძოდ, დღევანდელი სიახლე ევროპულ ბირჟაზე გაზის ფასის კიდევ ერთი პროვოცირებული ზრდის შესახებ 1000 კუბურ მეტრზე 2000 დოლარზე მეტი უკვე საკმარისი მიზეზია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად. რადგან ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის რუსეთის მიზანმიმართული ფასის ტერორი ევროპელების წინააღმდეგ. გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს. ტერორს პასუხი უნდა გაეცეს. უპასუხეთ სანქციებით”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები