ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 40 ათასი რუსი სამხედროა მოკლული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 40 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა. ზელენსკის თქმით, რუსეთის მთავრობა არ ეუბნება საკუთარ მოსახლეობას არანაირ ინფორმაციას ოკუპანტების დანაკარგების შესახებ.

,,უკვე ოთხი თვეა, რუსეთის მთავრობა არ ეუბნება საკუთარ მოსახლეობას არანაირ ინფორმაციას ოკუპანტების დანაკარგების შესახებ. სრული დუმილი. არაფერი გამოქვეყნებულა და თქმულა პოლიტიკოსებისა თუ სამხედრო მაღალჩინოსნების ინტერვიუებში. ეს რიცხვი კი უკვე თითქმის 40 ათასია – სწორედ ამხელა დანაკარგი აქვს რუსეთის არმიას 24 თებერვლის შემდეგ. კიდევ ათი ათასობით დაჭრილია,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები