მოკლული ბიზნესმენის დედა აცხადებს, რომ მკვლელობა „ქილერის“ შესრულებულია

ბაგებში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედას ეჭვი აქვს, რომ მკვლელობის შემსრულებლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. როგორც ელენე მხეიძე აცხადებს, მის შვილს მტრები არ ჰყავდა და მომხდარი საშინელება ბიზნესსაქმიანობას არ უკავშირდება.

„ეს სამსახურეობრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო  მოგეწონებათ? შემიძლია გითხრათ,  ეს არის დაქირავებული „ქილერი“, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის.  მისი მძღოლი კახა არ იყო საჭესთან და სწორედ ამაშია საქმე, კახა არის ორგანოს ყოფილი მუშაკი. ვინ იყო გუშინ არ ვიცი, თანამშრომელიაო. ის დაკითხვაზე იყო. სად მოხვდა ტყვია, თავში, კისერში თუ სად, არ ვიცი. ლევანს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. საქართველოში მას მტერი რომ არ ჰყავდა“ – აცხადებს მოკლული ბიზნესმენის დედა.

ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს

მსგავსი თემები