ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს

  ცნობილი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ვაკეში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.  53 წლის ლევან კაჭარავა „Silk Road Group“ – ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ბიზნესმენს 20 ტყვია ესროლეს. მას ჩასაფრება მაშინ მოუწყვეს, როცა სახლისკენ მიდიოდა. მოკლული ბიზნესმენი ასევე ფლობდა სხვა ბიზნეს წილებს. ადგილზე სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ.