მილიონიანი გირაოს შეთავაზების მიუხედავად, თურქი ბიზნესმენი პატიმრობაში გაუშვეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებული თურქი ბიზნესმენის სასამართლო პროცესი დასრულდა. ა, წუთებში, სასამართლო დარბაზთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, საიდაინაც დაკავებული ბიზნესმენი ქუთაისის დაწესებულებაში  უნდა გადაიყვანონ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარეს კი მილიონიან გირაოზე უარი უთხრა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„პროკურატურის პოზიცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს ფინანსური კუთხით, არ ნიშნავს, რომ ბატონი გალიფი დამნაშავეა. ჩვენთვის მოულოდნელად, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბატონ გალიფ ოზთურქს არ ეკუთვნის. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ვიდეოგადაღება გვიან მოხდა და პოლიციელები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საცხოვრებელ სახლში, როდესაც ბატონ გალიფს ეძინა“, – განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კი ამბობს, რომ სავარაუდოდ დაკავება ბიზნესინტერესებს უკავშირდება. ბიზნესმენი კი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებული თურქი ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს

მსგავსი თემები