„სასწრაფოდ წასაყვანია, რაც მოხდება, დედა შვილს არ აიყვანს“ – ვახტანგ კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილზე

მომღერალმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ  კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსულმა კიკაბიძემ მედიასთან განაცხადა, სანამ ქვეყანა თავზე დაგვემხობა, მიშა უნდა გაუშვან.

„ძალინ სერიოზულად ავადაა, ძალიან, ჩაი დამალევინა. რამდენიმე ანეგდოტი მოვუყევი. სასწრაფოდ წასაყვანია. თუ ქართველებმა ეს ცოდვა თავზე დავიდეთ, მერე რაც მოხდება…  უკვე გვიან იქნება, დედა შვილს არ აიყვანს. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ თავზე არ დაემხოს ეს ცუდი ამბავი.  ყველაფერს აქვს ზღვარი, თუ რამე აქვთ ადამიანობის დარჩენილი, ალბათ გაუშვებენ“ – აცხადებს კიკაბიძე.

მსგავსი თემები