დაკავებული თურქი ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს

  ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული თურქი ბიზნესმენის  გალიფ ოზთურქის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც თენგიზ კახიძე აცხადებს, სასამართლოს წინაშე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. „წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და არ ეთანხმება. ასევე, დაცვის მხარეც არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ ის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არარეალურია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ჩვენ კი გირაოს შუამდგომლობით მივმართავთ. გაგვაჩნია მტკიცებულებები, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები მის საძინებელ თუ სამუშაო ოთახში არ აღმოჩენილა. ამ პერიოდში, ბატონი გალიფი შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდა“ – აცხადებს ადვოკატი. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე, დასაბუთებული ვერდიქტი არ არსებობს. შეგახსენებთ, … ვრცლად დაკავებული თურქი ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს