„რუსეთიდან მილსადენებით გაზის მომარაგება ევროკავშირში 26%-მდე შემცირდა”- კადრი სიმსონი

ევროკავშირმა ახალი ენერგეტიკული სტრატეგია წარადგინა, რომლის მიზანი საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა, რომელიც ერთ წყაროზე დამოკიდებულებას გამორიცხავს.

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ  ახალი ენერგეტიკული პლატფორმა ღია იქნება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის.

„რუსეთიდან მილსადენებით გაზის მომარაგება ევროკავშირის გაზის მოხმარებაში 26 პროცენტამდე შემცირდა. მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით წიაღისეულით მომარაგება 40 პროცენტია. იმპულსის შესანარჩუნებლად, ჩვენ შევქმენით ევროკავშირის ენერგეტიკული პლატფორმა, რომელიც ერთად კრავს მოთხოვნას მათთვის, ვისაც სურს, შეუერთდეს მას ინფრასტრუქტურის კოორდინირებისთვის, გამოყენებისთვის და გლობალურ პარტნიორებთან დასაკავშირებლად, როგორც ბუნებრივი აირისთვის, ასევე წყალბადისთვის. პირველი რეგიონული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სოფიაში და სხვებიც შეუერთდებიან. ეს არის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი ახლო მეზობლებისთვის, პლატფორმა, რომელიც ასევე ღია იქნება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.

აშშ-სთან და კანადასთან ერთობლივი განცხადების შემდეგ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური შეთანხმებისთვის გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ასევე სხვა ქვეყნებისგან. საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრის პარალელურად, ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ ახალი საგარეო ენერგეტიკული სტრატეგია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ჰქონდა გაუთვალისწინებელი შედეგი ევროკავშირს და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენ გვსურს შევქმნათ გრძელვადიანი პარტნიორობა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობის გაძლიერებას გაზზე, განახლებად წყალბადზე და მეთანის ემისიის შემცირებაზე. რუსეთის გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს, თავიდან ავირიდოთ კიდევ ერთი დამოკიდებულება რომელიმე ქვეყანაზე. ამიტომ, ჩვენ გვსურს თანამშრომლობის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულზე. სტრატეგია ასევე ახალ იმპულსს აძლევს ჩვენ ერთგულებას უკრაინის და ახლო მეზობლებს მიმართ, რომლებიც დაზარალდნენ ამ ომით“, – განაცხადა კადრი სიმსონმა.

მსგავსი თემები