მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე  ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე კი მედიის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების და  ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით.

შეგახსენებთ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.

მსგავსი თემები