,,უკრაინაზე თავდასხმამ შეცვალა ჩვენი რეალობა და ჩვენი მომავალი”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინეთის პრეზიდენტ საულ ნინისტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე​, რუსეთის ომის შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ომმა უკრაინაში ევროპაში არსებული ვითარება რადიკალურად შეცვალა.

„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ შეცვალა ევროპული უსაფრთხოების ფორმულა, შეცვალა ჩვენი რეალობა და ჩვენი მომავალი. გავხდით მოწმე „ცივი ომის“ შემდგომი ეპოქის დასრულების. უკრაინაზე თავდასხმამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის, ახალი თავი გახსნა“, -განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა დღეს ფინეთსა და შვედეთთან ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას ურთიერთდახმარების, კერძოდ კი სამხედრო დახმარების შესახებ, საგარეო საფრთხის შემთხვევაში.

მსგავსი თემები