,,საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი, მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე”- ალექსანდრე ვინიკოვი

სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი აქვს. მისი თქმით, არსებული შესაძლებლობები ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას.

​„საქართველოს ასევე აქვს უნიკალური პაკეტი სახელწოდებით „საქართველოს არსებითი პაკეტი“, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ აქვს ნატო-სთან, ის ყოველდღიურ დახმარებას უწევს ქვეყანას საქართველოში მყოფი მრჩევლების მეშვეობით, ასევე იმ მრჩევლების მეშვეობით, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს, რათა დაეხმარონ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფისისა და სხვა ინსტიტუტების რეფორმირებაში. გარდა ამისა, ადგილზე გვაქვს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების თანამშრომლობას. ასე რომ საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი ნატო-სთან, რათა მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ასევე იმ პროცესში, რომ გაძლიერდეს და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ვინიკოვმა.

მსგავსი თემები