,,ნაცმოძრაობის, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, ანდრეი პიონტკოკსკის განცხადება ემთხვევა იმ მიზნებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებასთან დაკავშირებით აქვს.

,,პიანტკოვსის რა მიზანი აქვს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობის”, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს, პრინციპში, ემთხვევა.

ენერგორესურსების მიწოდება, საერთოდ სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის ჩინეთიდან, საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ, თუკი არ გინდა რუსეთის ტერიტორიის გამოყენება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველო იქცა გარკვეული ინტერესის ობიექტად, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელსაც სათავეში უდგას ის ძალა, რომელსაც ხელისუფლებაში უნდა მოსვლა,” – განაცხადა გიორგი  ვოლსკიმ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა”- ანდრეი პიონტკოვსკი

მსგავსი თემები