“ტაშფანდური არ უნდა მოგეწყოთ და არ უნდა განგეცხადებინათ, ყველაფერს მაგრად ვმართავო” – ლევან გოგიჩაიშვილი მმართველ გუნდს

“ისე დაგემართათ, ფეხბურთში გამარჯვებას ნაადრევად რომ ზეიმობენ და მერე მოწინააღმდეგე გუნდს გოლი გააქვს – აღიარეთ ეს და უცხოპლანეტელებს ნურაფერს აბრალებთ!”- ამ განცხადებით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა.

ლევან გოგიჩაიშვლის ინფორმაციით, ეპიდემიის გამო ათეულობით ათასი ადამიანი საარჩევნო ხმის უფლების გარეშე რჩება, ამ პირობებში ხმების გაყალბების საფრთხე დიდია და შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს.

„კოჯორში პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ კოვიდი დაამარცხეთ. ეს პარტიის თავმჯდომარისგან ძალიან სამარცხვინო განცხადება იყო. მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები მოადუნეთ და დღეს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – გადატვირთულობა, ყველა მიმართულებით დეფიციტი და ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა. ერთად წავიდეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუ რა პირობებია იქ. არ გაინტერსებთ, რა ხდება ბათუში?! რატომ არ სვამთ ამ კითხვებს?! – თქვენ მთელი ეს პროცესი არჩევნებს გადააყოლეთ, როცა ზაფხულში განგვიცხადეთ, რომ კოვიდი დაამარცხეთ და სიტუაცია აქამდე მოიტანეთ. 5 ათასი ტურისტის გამო ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს პროცესი საერთოდ გასულია… თუ თქვენ იმ გზით წახვედით, რომ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები, ვიდრე ეპიდემიასთან ბრძოლა, მაშინ კეთილი ინებეთ და იზოლაციაში მყოფი ადამიანების საარჩევნო პროცესში მონაწილეობა უზრუნველყავით“, – მიმართა გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდის წევრებს.

მსგავსი თემები