ხათუნა სამნიძე მიხეილ სააკაშვილს თავდებში არ ჩაუდგება

ოპოზიციონერი დეპუტატი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძის განცხადებით, ის არ უერთდება მიხეილ სააკაშვილის თავდებობის საკითხზე შუამდგომლობას.

ხათუნა სამნიძის თქმით, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში, თუმცა თავდებობა სამართლებრივად არ არის გამართლებული.

„თავდებობის საკითხზე ინიციატივაზე განცხადებას არ ვუერთდები. ყველა სივრცესა და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის და ჯანმრთელობისთვის მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო, არ ვთვლი სწორად. ეს არც სამართლებრივად არის გამართლებული. „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვეთანხმები იმას, რომ ის გადაყვანილი იყოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ და სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას ხელს არ ვაწერ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს. მათი შუამდგომლობის ტექსტი გადაეგზავნათ დეპუტატებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ის უკვე მიიღეს.

 

მსგავსი თემები