,,ხელისუფლებაში მობრუნება სურთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ, კლავდნენ, ტერიტორიებს აბარებდნენ”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ქართულ საზოგადოებაში წარსულზე საუბარი აქტუალურია. უმრავლესობის წევრის თქმით, დღეს ხელისუფლებაში მობრუნებას ის ადამიანები ცდილობენ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და არც მოუნანიებიათ.

„წარსულიც იმდენად მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, ამ ადამიანებს რომ არ სურდეთ იმავეს მობრუნება. ესენი არიან იგივე ადამიანები, რომლებიც გუშინ ჩადიოდნენ დანაშაულს და დღესაც სურთ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. როდესაც ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული და არც მოუნანიებია, არც სასჯელი მოუხდია, და იმ მდგომარეობაში მობრუნება უნდა, საიდანაც ჩადიოდა ამ დანაშაულს, ბუნებრივია, ამ დროს საჭიროა იმის შეხსენება, თუ რა მასშტაბის კრიმინალები არიან ეს ადამიანები. ხელისუფლებაში მობრუნება სურთ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ, კლავდნენ, ტერიტორიებს აბარებდნენ. ჩვენ საზოგადოებას ამ ადამიანების წარსულს კი არ ვახსენებთ, არამედ მათ ბუნებას, რაც განსაზღვრავს მათ მომავალსაც. ამიტომ მათ წარსულზე საუბარი დღეს ძალიან აქტუალურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ომბუდსმენზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს სააკაშვილთან მიმართებაში. მისი თქმით, ყველა ვინც მის გათავისუფლებას ითხოვს ომი სურს.

,,ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრითაა დაინტერესებული, ამაზე პასუხი მარტივია – არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, რომ სააკაშვილი რაღაცნაირად გათავისუფლდეს. ამის უკან დგას უფრო მთავარი ინტერესი – ეს არის ქვეყნის ომში ჩართვა, ვინც ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, საქართველო რამენაირად ჩაერთოს საბედისწეროდ ომში, ამას ჩვენ არ დავუშვებთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები