„ნაცმოძრაობა პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს”- ირაკლი კობახიძე

,,ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს” – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას. ინიციატივის  მიხედვით, პარტიის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის სანაცვლოდ, თავდებში უდგებიან.

„ნაცმოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, ნუ სასაცილოა რბილად რომ ვთქვათ. მათი ბელადია სააკაშვილი. ეს ღიმილისმომგვრელია. გავიმეორებ, ეს არის სისტემა, რომელიც შეიცვალა რადიკალურად 2012 წლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ წლის განმავლობაში 150 პატიმარი კვდებოდა ციხეში. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 12-ჯერ. ყველა პატიმარი არის უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. თქვენ რომ გადახედოთ სასჯელაღსრულების სისტემას, ალბათ ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელთაც აქვთ იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო რთულიც ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ იგივე ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრითაა დაინტერესებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები