,,ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,უკრაინაში კრემლის შეჭრა გვახსენებს, რატომ აღვნიშნავთ ევროპის დღეს, დღეს, როდესაც მშვიდობიანი, აყვავებული და ერთიანი ევროპა დაიბადა. 72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე,”- ამის შესახებ, ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და მილიონობით ევროპელი მზადაა დაეხმაროს  გაჭირვებაში მყოფ მეზობლებს.

„დღეს ჩვენი კონტინენტი წარსულის ჩრდილის წინაშე დგას, რომელიც გვეგონა, რომ დიდი ხნის წინ გადავლახეთ. ჩვენ გვაქვს სასტიკი ომი და დანგრეული ქალაქები. მილიონობით უდანაშაულო ადამიანმა დატოვა სახლები. ხალხი  იბრძვის საკუთარი მომავლის განსაზღვრისთვის. ევროპა უკრაინის მხარესაა. ამავდროულად უკრაინაში კრემლის შეჭრა გვახსენებს, რატომ აღვნიშნავთ ევროპის დღეს, დღეს, როდესაც მშვიდობიანი, აყვავებული და ერთიანი ევროპა დაიბადა. 72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროკავშირი  შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. ევროპის მოქალაქეები გვიჩვენებენ გზას. მილიონობით ევროპელი, ჩვენი, ევროკავშირის ყველა კუთხეში და საზოგადოების ყველა სფეროში მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად. მათ გააღეს კარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის, გაუგზავნეს საკვები და ტანსაცმელი. როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს სიამაყით ავსებს ჩემს გულს“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი თემები