“თურქეთს არ შეეძლო სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო თურქეთს არ შეეძლო დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის”-  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო დღეებში სატელეფონო საუბარი, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან აქვს დაგეგმილი, რომლითაც სამიტს შეაფასებს.

ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. ცალკე, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ატომურ ელექტროსადგურს  რუსეთთან ერთად. ამათ განზე ვერ გადავდებთ. ასე რომ, აქ არაფერია გასაკეთებელი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მგრძნობიარობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი თემები