„ვაქცინაციას შერჩა ძალა დაიცვას ადამიანი მძიმე დაავადებისგან და გარდაცვალებისგან“ – ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“  

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს უნიკალური ვაქცინა, რომელიც ადამიანს დაიცავს ინფიცირებისგან“ – აცხადებს ექიმი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიმედიაცენტრ მთავართან.“  მისივე შეფასებით, პირბადის ტარება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში აუცილებელია.

„შემთხვევები მკვეთრად იზრდება მთელ მსოფლიოში. თუ ადამიანს აქვს რისკის რომელიმე დაავადება, ან ასაკი, 65 წელი და მეტი, აუცილებლად, სიმპტომების პირველივე დღეს სწრაფი ტესტი უნდა გაიკეთოს. დიაგნოსტიკა ამოსავალი წერტილია. ამ ეტაპისთვის, არ გვაქვს ის უნიკალური ვაქცინა, რომელიც ინფიცირებისგან დაიცავს ადამიანს, სამწუხაროდ. ვაქცინაციის ძალა ინფიცირებისგან დაცვისა, მკვეთრად შემცირებულია. მაგრამ, საბედნიეროდ, ვაქცინაციას შერჩა ძალა დაიცვას ადამიანი მძიმე დაავადებისგან და გარდაცვალებისგან“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, თუ გვინდა ინფიცირება ნაკლები იყოს, პირბადის ტარებას უნდა დავუბრუნდეთ.

ბუსტერის მნიშვნელობა განსაკუთრებით სამიზნე ჯგუფებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მეორე მხრივ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ინფიცირება იყოს ნაკლები, უნდა ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით კი დახურულ სივრცეში. ეს იქნება გარანტია ინფიცირებისგან დაცვის. მეორე – ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება ან ასაკი, 50 წელი და მეტი, აუცილებელია ბუსტერული დოზის გაკეთება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი“ – აღნიშნა კულუმბეგოვმამედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები