აშშ და ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ნულამდე ამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისასალმებელი და შესასრულებელია ევროკავშირის ინიციატივა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება ნულამდე დავიდეს.

როგორც პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს,  ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.

„პირველ რიგში, შეთანხმება ეხება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. პუტინი იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს მეზობლების იძულებისა და მანიპულირებისთვის. სწორედ ამიტომ, შევწყვიტეთ რუსული ბუნებრივი  რესურსების  იმპორტი. ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის სუბსიდირების ნაწილი. ევროკავშირთან  შევთანხმდით ერთობლივ გეგმაზე ამ ამოცანის შესასრულებლად. უნდა დაჩქარდეს გზა უსაფრთხო და სუფთა ენერგეტიკის მიმართულებით. მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ ევროპას შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ეს არის სწორი ნაბიჯი“ – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მსგავსი თემები