პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, ჯო ბაიდენიც პოლონეთშია

ამერიკისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინის საკითხზე პოლონეთში ხვდებიან. ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთში უკვე ჩაფრინდა. ბრიუსელიდან ვარშავაში ავარიულად დაეშვა პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თვითმფრინავი.

ანჯეი დუდა ჯო ბაიდენთან შესახვედრად სათადარიგო თვითმფრინავით გაფრინდა და ორივე პრეზიდენტი ამ წუთებში შეხვედრის ადგილზე იმყოფება. პრეზიდენტების შეხვედრა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, ქალაქ ჟეშოვში იმართება.

შეხვედრაზე ასევე განიხილება უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საკითხი, რომელიც პოლონეთში 2 მილიონს აჭარბებს.

 

მსგავსი თემები