ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ. ბათუმში,  ერას მოედანზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი ადგილზე უკრაინის დროშებითა და მიწაზე პუტინის პოსტერით არიან შეკრებილნი, რომელზეც ფეხით გადაადგილდებიან.

“აქციის მონაწილეები ადგილობრივი ანტიპუტნისტო ოპოზიციონერი რუსები, ბელორუსები და უკრაინელები და ჩვენ, პარტია “დროა” ვართ. მთავარი მესიჯი არის, რომ რუსეთი არის მტერი, პუტინი არის აგრესორი”, – ამბობს აქციის წარმოამდგენელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესიულად შეჭრასთან ძალიან ახლოსაა. ბოლო ორი დღეა რუსეთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აძლიერებს.

 

მსგავსი თემები